უკრაინას სურს უნგრეთის მთავრობის გზიდან ჩამოშორება, რადგან „ტიზას“ გამარჯვება უნგრეთის ომში ჩათრევისა და უნგრელების ფულის კორუმპირებული რეჟიმისთვის გამოყენების ერთადერთი გზა იქნებოდა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა და მისმა მთავრობამ აპრილის არჩევნებში ღია და უსირცხვილო ჩარევა დაიწყეს.
„მათ პრეზიდენტს დავოსში ვიქტორ ორბანის გაკიცხვის გარდა არაფერი ჰქონდა გასაკეთებელი – ბოლოს და ბოლოს, მისი ქვეყანა „მხოლოდ“ ოთხი წელია ომშია…ასე რომ, 12 აპრილის ფსონები ნათელია: მშვიდობა და უსაფრთხოება ან ომი, უნგრეთი თუ უკრაინა“, – აღნიშნა სიიარტომ.

