ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში, როგორც მილსადენური გაზის, ასევე, თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივ გაუქმებას ითვალისწინებს – აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“აკრძალვა ამოქმედდება რეგულაციის ძალაში შესვლიდან ექვსი კვირის შემდეგ. არსებულ კონტრაქტებს გარდამავალი პერიოდი ექნება. ეს ეტაპობრივი მიდგომა შეზღუდავს ზემოქმედებას ფასებსა და ბაზრებზე. თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრული აკრძალვა 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, ხოლო მილსადენური გაზის იმპორტის – 2027 წლის შემოდგომიდან“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

