ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

“ჰელსინკის კომისიაზე გაჟღერდება სიცრუით გაჯერებული მესიჯები და ტყუილზე დაფუძნებული ხედვა” – კახა კალაძე

 ჰელსინკის კომისიაზე გაჟღერდება სიცრუით გაჯერებული მესიჯები და ტყუილზე დაფუძნებული ხედვა – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

“ამ ადამიანებს [ლორა თორთონსა და ჯო უილსონს] ვიცით რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, როგორია მათი ხედვები, რა განცხადებებით შემოიფარგლებიან ხოლმე. რაღაც განსხვავებულს არაფერს ველოდები, იქნება იგივე სიცრუით გაჯერებული მესიჯები, ტყუილზე დაფუძნებული ხედვა და მცდელობა იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ვფიქრობ, იგივე მესიჯები იქნება გაჟღერებული, რასაც ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვისმენდით კონკრეტულად თუნდაც ამ ადამიანების მხრიდან“ – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს.

იტვირთბა....