ფრანგმა სამართალდამცველებმა სანავთობო ტანკერ „გრინჩის“ კაპიტანი დააპატიმრეს. ის ინდოეთის მოქალაქეა. ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი გუშინ ხმელთაშუა ზღვაში დააკავეს და ფოს-სიურ-მერის პორტში გადაიყვანეს.
მედიის ინფორმაციით, ტანკერი მურმანსკის პორტიდან რამდენიმე დღის წინ გავიდა და მას სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობი გადაჰქონდა.

