ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლიეტუვას სურს, უკრაინა 2030 წლამდე გახდეს ევროკავშირის წევრი – გიტანას ნაუსედა

ლიეტუვას სურს, უკრაინა 2030 წლამდე გახდეს ევროკავშირის წევრი – აღნიშნულის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ვილნიუსში, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ლიეტუვას სურს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი 2030 წლამდე გახდეს. ეს იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი გრძელვადიანი სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ რეგიონში. ეს არის ლიეტუვის სტრატეგიული ინტერესი, რომელზეც ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ ფოკუსირება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს, 2027 წელს.

ომის დაწყებიდანვე ლიეტუვა და პოლონეთი უკრაინას სამხედრო, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევენ. ლიეტუვამ უკვე გაუწია უკრაინას ერთი მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება. რუსეთის შეკავება ასევე დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო. პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაგვაცნო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული უკრაინასთან დაკავშირებული მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლოდროინდელი პროგრესი. ნებისმიერი მომავალი შეთანხმება უნდა უზრუნველყოფდეს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“ – განაცხადა ნაუსედამ.

იტვირთბა....