მინეაპოლისში აშშ-ის 37 წლის მოქალაქის მკვლელობის შემდეგ, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად, ასობით ადამიანმა მსვლელობა გამართა.
მომიტინგეები საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მიერ ქალაქის დატოვებას მოითხოვდნენ.
მანამდე, მინესოტას გუბერნატორმა ტიმ უოლცმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შტატიდან აგენტების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უოლცმა და მინეაპოლისის მერმა ჯეიკობ ფრეიმ დეპორტაციისთვის უნდა გადასცენ ყველა „კრიმინალი არალეგალი ემიგრანტი“, რომლებიც შტატის ციხეებსა და საპყრობილეებში იმყოფებიან.
ცნობისთვის, მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი, აშშ-ის 37 წლის მოქალაქე ალექს პრეტი მოკლეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა მამაკაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი. მინეაპოლისის პოლიციის მეთაურის, ბრაიან ო’ჰარას თქმით, მოკლულ მამაკაცს იარაღის კანონიერად ჰქონდა შეძენილი და ნასამართლეობა არ გააჩნდა.

