დონალდ ტრამპმა ავღანეთის მისიებში მონაწილე ნატო-ს ჯარისკაცების შესახებ კომენტარისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
მისი თქმით, ტრამპის კომენტარები “უხამსი და უპატივცემულობის გამომხატველი“ იყო.
“უდიდეს პატივს ვცემ ამერიკელი ერის მიღწევებს და იმ მოკავშირეს, რომელიც შეერთებული შტატები იყო ჩვენთვის 70 წლის განმავლობაში. თუმცა პატივისცემა ორმხრივი უნდა იყოს.
59 ჯარისკაცი და სამი პოლიციელი ბრძოლაში, თავდასხმებსა თუ უბედურ შემთხვევებში დაიღუპა. დაჭრილი ჯარისკაცების უმეტესობა დღემდე იტანჯება მიღებული ტრავმით – როგორც ფსიქიკური, ასევე ფიზიკური. იგივე ეხება მათ ოჯახებს, რომლებიც ამ ტკივილს მთელი ცხოვრება ატარებენ“ – აღნიშნა პისტორიუსმა.

