აშშ-ში ქარბუქის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
ნიუ იორკის მერის, ზოჰრან მამდანის განცხადებით, ნიუ იორკში, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა.
მედიის ცნობით, ნეშვილში, მისისიპისა და სხვა დაზარალებულ შტატებში ელექტროენერგია, შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში იყოს გათიშული.
აშშ-ში უამინდობის გამო 17 000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა. აეროპორტების დიდი ნაწილი დახურულია. სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ნიუ იორკში, ჩიკაგოსა და კლივლენდში, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. ქვეყნის 18 შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
სინოპტიკოსების ცნობით, აშშ-ში თოვლი, ქარბუქი, წვიმა და ყინვა მიმდინარე კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება.

