აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი ციტატა

“უკრაინისთვის აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტი 100%-ით მზადაა” – ზელენსკი

ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიები აშშ-სგან არის უპირველეს ყოვლისა, -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი 100 პროცენტით მზადაა ხელმოწერისთვის.

“დოკუმენტი 100%-ით არის მზად და ჩვენს პარტნიორებს ველოდებით, რათა შევათანხმოთ თარიღი და ადგილი, როცა ხელს მოვაწერთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, შეთანხმების რატიფიცირება აშშ-ის კონგრესისა და უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უნდა მოხდეს.

“ამის შემდეგ დოკუმენტი აშშ-ს კონგრესსა და უკრაინის პარლამენტს გადაეგზავნება რატიფიკაციისთვის,” – დასძინა მან. 

იტვირთბა....