აშშ-ის შტატ მეინში აფრენის დროს ბიზნეს-თვითმფრინავი Bombardier Challenger 600 ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 8 ადამიანი იმყოფებოდა.
შემთხვევა მოხდა ბანგორის საერთაშორისო აეროპორტში 25 იანვარს მოხდა. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ფედერალური სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიებას ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) და ფედერალური სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია (FAA) ერთობლივად ჩაატარებენ.

