აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ისრაელმა ლიბანში ჰეზბოლას ობიექტების წინააღმდეგ ახალი საჰაერო იერიშები წამოიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მიხედვით, რომ ლიბანის სხვადასხვა ნაწილში ისრაელმა ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების ახალი ტალღა წამოიწყო.

ახალი იერიშების დაწყებამდე ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ სამხრეთ ლიბანში საჰაერო დარტყმის შედეგად ჰეზბოლას ორი წევრი მოკლეს და ტერორისტული დაჯგუფების ინფრასტრუქტურა მიზანში ამოიღეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, იერიშის შედეგად მოკლული მუჰამად ალ-ჰუსეინი IDF-მა ჰეზბოლას საარტილერიო ძალების მეთაურად ამოიცნო. 

“ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციაში მისი მოქმედებების პარალელურად, ტერორისტი სოფლად მდებარე ლიბანურ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.” – განაცხადა ისრაელის არმიამ. 

ამასთანავე, IDF-მა დაადასტურა, რომ ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას იარაღების საწარმო ობიექტსაც დაარტყა.

იტვირთბა....