ვენესუელის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვენესუელაში, სულ მცირე, 80 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს.
ვენესუელის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, „ფორო პენალის“ ხელმძღვანელმა, ალფრედო რომერომ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტი ადამიანის გათავისუფლება მოხდება.
მანამდე ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში პატიმრობიდან 626 მსჯავრდებული გაათავისუფლა, თუმცა „ფორო პენალი“ აცხადებს, რომ ეს რიცხვი გადაჭარბებულია.
ვენესუელის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის თქმით, 8 იანვრის შემდეგ, ჯამში, 156 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორისაა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი და ესპანეთის, სულ მცირე, ხუთი მოქალაქე.
ცნობისთვის, დელსი როდრიგესი ვენესუელiს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ოფიციალურად 6 იანვარს გახდა. ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო 2 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციის შედეგად კარაკასში მეუღლესთან ერთად დააკავეს და აშშ-ში გადაიყვანეს.

