კაია კალასთან არც მოსკოვი და არც ვაშინგტონი არასდროს არაფერს განიხილავენ, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები „პოლიტიკოსების დეგრადაციის“ გამო ზარალდება და მაგალითად კაია კალასი მოიყვანა.
„როგორ შეგვიძლია, რამე განვიხილოთ კაია კალასთან? ცხადია, რომ არც ჩვენ და არც ამერიკელები არასდროს არაფერს განვიხილავთ მასთან. და ეს აშკარაა. ჩვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ მის წასვლას“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, ამჟამინდელი ევროპელი ლიდერები არაკომპეტენტურები არიან და პოლიტიკური ხედვის უნარი არ გააჩნიათ.

