აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომლისაც რუსეთს ეშინია და რომელსაც პატივს სცემს – ამის შესახებ საშინაო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზდიენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა, სტივენ მილერმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.
“თქვენ გგონიათ, რომ რუსეთს NATO-ში შემავალი ამ ქვეყნების უმეტესობის ეშინია? თქვენ გგონიათ, რომ რუსეთს ევროპის ამ ქვეყნების უმეტესობის ეშინია? მსოფლიოში მხოლოდ ერთი მოთამაშეა, რომლისაც რუსეთს ეშინია და რომელსაც პატივს სცემს – შეერთებული შტატები. მსოფლიოში მხოლოდ ერთი ქვეყანაა, რომლისაც ეშინიათ ბნელ ძალებს, მტრებს, ტერორისტებს, თავისუფალი ხალხების სივრცის უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხეებს და ეს არის ამერიკა პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით.
რაც მსოფლიომ ვენესუელაში იხილა – ის ოპერაცია, ის არმადა, ვენესუელის ლიდერის ბრწყინვალე გამოყვანა ძალზედ გამაგრებული, სრულად დაცული სამხედრო ბაზიდან, წლების განმავლობაში დაგროვილი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და უცხო ქვეყნებიდან მიღებული თანამედროვე იარაღის გავლით, ერთი ამერიკელი დანაკარგის გარეშე – ვინ შეძლებდა ამას, თუ არა ამერიკა? ვინ შეძლებდა ამას, თუ არა პრეზიდენტი ტრამპი?” – განაცხადა მან.

