ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლუკაშენკოს თეთრ შპიცს ბელარუსის მოსახლეობაზე მეტი უფლებები აქვს – ზელენსკი

ლუკაშენკოს თეთრ შპიცს ბელარუსის მოსახლეობაზე მეტი უფლებები აქვს – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში განაცხადა.

“ახლა კი ყველანი ვგრძნობთ, რამდენად რთული, რამდენად ძვირი და რამდენად საშიში გახდა ეს ყველასთვის ბელარუსის მოსკოვზე დამოკიდებულების გამო – დამოკიდებულების, რომელიც არ მცირდება.

რუსეთი ბელარუსს იყენებს, როგორც პლატფორმას ევროპისა და მსოფლიოს „ორეშნიკის“ იარაღით შანტაჟისთვის. ბელარუსის ინდუსტრია რუსეთის ომისთვის მუშაობს და ბელარუსული სავაჭრო კავშირები პუტინს ეხმარება შეიძინოს კომპონენტები, რომლებიც საჭიროა ევროპაში ჩვენს წინააღმდეგ საშიშროების შესაქმნელად”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

იტვირთბა....