კრემლი დაბნეულია, ტრამპი რუსეთთან ორმაგ თამაშს თამაშობს – აღნიშნულის შესახებ The Times-ი აქვეყნებს სტატიას.
The Times-ის სტატიის მიხედვით, რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოლაპარაკებებმა მკაფიო შედეგები ჯერ არ გამოიღო, მაგრამ უკვე ცხადია, რომ მოსკოვი აშშ-ის პრეზიდენტის ზეწოლის ქვეშაა.
“ერთი მხრივ, ის მზადაა, გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა მოსკოვი დათმობებზე წავიდეს, მაგრამ მეორე მხრივ, მისი არაპროგნოზირებადი და ხშირად ეგოისტური პოლიტიკა რისკებს ქმნის. რუსეთის მიმართ დათმობებს თან ახლავს კრემლის მოკავშირეებზე მკაცრი ზეწოლა: სანქციებიდან დაწყებული, ვენესუელასა და ირანში ჩარევებით დამთავრებული“, – ნათქვამია სტატიაში.

