უკრაინა კვლავ განიცდის დაუნდობელ თავდასხმებს – მოვუწოდებ ყველას, გააძლიერონ ძალისხმევა ომის დასასრულებლად – რომის პაპმა ლეო XIV-მ მორწმუნეებს მოუწოდა, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მშვიდობის დამყარებისთვის ილოცონ.
“ამ დღეებშიც კი, უკრაინა კვლავ განიცდის დაუნდობელ თავდასხმებს, რაც მთელ მოსახლეობას ზამთრის სიცივის წინაშე დაუცველს ტოვებს. მწუხარებით ვადევნებ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს, ახლოს ვარ მათთან, ვინც იტანჯება და ვლოცულობ მათთვის.
მოვუწოდებ ყველას, გააძლიერონ ძალისხმევა ომის დასასრულებლად. ვილოცოთ მშვიდობისთვის: უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში და ყველა რეგიონში, სადაც, სამწუხაროდ, ადამიანები იბრძვიან ინტერესებისთვის, რომლებიც არ შეესაბამება მათი ხალხის ინტერესებს. მშვიდობა ადამიანების პატივისცემით შენდება!“ – აღნიშნა პაპმა.


