ახალი ამბები მთავარი

 საქართველოს ხელისუფლება შემზღუდველ ზომებს მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურად დასაკავებლად იყენებს – Human Rights Watch

საქართველოს ხელისუფლება ახლად მიღებულ შემზღუდველ ზომებს მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურად დასაკავებლად იყენებს, რაც საქართველოში პროტესტის უფლების გამოხატვას ართულებს და საშიშს ხდის – ამის შესახებ Human Rights Watch-ის სტატიაშია ნათქვამი.

„2025 წლის 12 დეკემბერს „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები პოლიციას ფართო უფლებას ანიჭებს, შეზღუდოს საპროტესტო აქციები გზებსა და ფეხით მოსიარულეთა ზონებში, მათ შორის ტროტუარებზე, და დაუმორჩილებლობისთვის მძიმე ჯარიმები დააწესოს.

კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დემონსტრანტების წინააღმდეგ ათობით საქმე აღიძრა, მათ შორის, პარლამენტთან ახლოს ტროტუარზე უბრალოდ დგომისთვის, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევის შესახებ“, – აღნიშნულია სტატიაში.

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილის, გიორგი გოგიას განცხადებით, „ეს ცვლილებები პოლიციას სახიფათო ფართო უფლებებს ანიჭებს, რათა თავად გადაწყვიტოს როდის, სად და საერთოდ, შეუძლია თუ არა ხალხს პროტესტის გამოხატვა“.

იტვირთბა....