ახალი ამბები მთავარი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია დონალდ ტრამპის “მშვიდობის საბჭოს” კონსტიტუციური მიზეზების გამო ვერ შეუერთდება

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია დონალდ ტრამპის “მშვიდობის საბჭოს” კონსტიტუციური მიზეზების გამო ვერ შეუერთდება:

“ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ რომ თანამშრომლობის სხვა ფორმები განვიხილოთ აშშ-სთან. ბერლინი მზადაა ითანამშრომლოს ვაშინგტონთან ახალი ფორმატის ძიების საკითხში. მე არ მინდა ეს მხოლოდ ღაზის სექტორითა და ახლო აღმოსავლეთით შემოიფარგლოს. ეს შეიძლება უკრაინასაც მოიცავდეს” – ამბობს გერმანიის კანცლერი.

დონალდ ტრამპმა “მშვიდობის საბჭოს” შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი 22 იანვარს, დავოსის ეკონომიკურ ფორმუზე მოაწერა.

იტვირთბა....