ახალი ამბები

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა – უკრაინული მედია

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, დმიტრო ლიტვინის ცნობით, უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ანგარიშს ვოლოდიმირ ზელენსკის წარუდგენს.

ამასთან, რუსული მედია წერს, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები აბუ დაბიში უახლოეს დღეებში გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში გუშინ დაიწყო.

მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ მხარეებმა „რუსეთის ომის დასრულების პარამეტრები“ განიხილეს

იტვირთბა....