ახალი ამბები მთავარი

“ირანში აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ ნებისმიერი სახის თავდასხმას სრულმასშტაბიან ომად ჩათვლიან” – Reuters

ირანში აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ ნებისმიერი სახის თავდასხმას სრულმასშტაბიან ომად ჩათვლიან, – ინფორმაციას Reuters-ი ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანელი ოფიციალური პირი აშშ-ის მიერ ავიამზიდების ახლო აღმოსავლეთში გაგზავნას გამოეხმაურა.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს რეალური კონფრონტაციისთვის არ არის გამიზნული, თუმცა ჩვენი არმია ყველაზე უარესი სცენარისთვის მზად არის. ამიტომ, ირანში ყველაფერი მაღალი დონის მზადყოფნის მდგომარეობაშია“, – განაცხადა ირანელმა ოფიციალურმა პირმა.

მისი თქმით, „თუ ამერიკელები ირანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევენ, მაშინ ამას ირანი უპასუხებს“.

„ამჯერად, ნებისმიერი სახის თავდასხმას, როგორიც არ უნდა უწოდონ მას, შეზღუდული, ქირურგიული, კინეტიკური თუ სხვა, ჩვენ სრულმასშტაბიან ომად ჩავთვლით და მკაცრ პასუხს გავცემთ“, – აღნიშნა ირანელმა მაღალჩინოსანმა.

იტვირთბა....