ახალი ამბები მთავარი

ჰელსინკის კომისიის გზავნილი “ოცნებას” – “ასეთი მოსმენები უფრო ძლიერი სანქციებისთვის ნიადაგს ამზადებს”

წამოეწევა თუ არა “ქართულ ოცნებას” ახალი სანქციები ამერიკიდან? – ამის მოლოდინი ოპოზიციას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნეს.

“ასეთი მოსმენები უკვე ნიადაგს ამზადებს უფრო ძლიერი სანქციების მისაღებად” – აცხადებს “პირველებთან” ეკა ბესელია.

ჰელსინკის კომისიაში ბრიფინგის ჩანიშვნას, რომელლიც 28 იანვარს გაიმართება, წინ უსწრებს მოქალაქეების ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობაშ გაშვება. ეკა ბესელია ფიქრობს, რომ ეს დამთხვევა შემთხვევითი არ არის.

“ეს არის უმძიმესი და საგანგაშო პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში, როდესაც ანტიკონსტიტუციური კანონი გამოიყენა მოსამართლემ და ტროტუარზე დგომის გამო უკვე რამდენიმე ადამიანი პატიმრობაში აიყვანა, ეს ფაქტები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ რჩება. არის არის შემთხვევითი, რომ ძალიან სწრაფად და ძალიან მოკლე დროში ჰელსინკის კომისიას შეიტანა თავისი განრიგიში და დღის წესრიგში საქართველოს თემა.

[-]

ეს კომიტეტი არის დიდი გავლენის მქონე, ფაქტებზე დაყრნობით მომუშავე, ძალიან ძლიერი ჯგუფი ჰყავს და ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ინფრომაცია იყოს მიწოდებული, ყველა დაინტერესებული საერთაშორისო ფორმატებისთვის და ბუნებრივია, ასეთი მოსმენები უკვე ნიადაგს ამზადებს უფრო ძლიერი სანქციების მისაღებად”, – აცხადებს ეკა ბესელია.

ხატია დეკანოიძის განცხადებით კი, აღნიშნული ბრიფინგის ჩანიშვნა ჰელსინკის კომისიაშია იმ დამიანებსი დამსახურებაა, ვინც ჯიუტად იბრძვის უკვე 400 დღეზე მეტია.

“მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ძალადობის რეჟიმი ეცადა ყველაფერს, საქართველოს საკითხი ვერ გააქრო და ეს განხილვა არის დამსახურება იმ ადამიანების, ვინც ჯიუტად არ ეგუებიან და არ ვეგუებით რეჟიმის არსებობად. ვფიქრობ, რომ სანქციების საკითხი კვლავ აქტუალურია აქტუალურია რეგიონში მიმდინარე ის საკითხები, რაც გულისხმობს ამერიკულ ინტერესებს მათ შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს განხილვა არის მნიშვნელოვანი”, – აცხადებს ხათია დეკანოიძე.

ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ამ სახელწოდებით ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს.

იტვირთბა....