ახალი ამბები მთავარი

მოსკოვში დააკავეს ადგილობრივი აქტივისტი ნელი გაფრინდაშვილი, რომელმაც კრემლთან ბანერი წარწერით – პუტინი მკვლელია გაშალა

მოსკოვში დააკავეს ადგილობრივი აქტივისტი ნელი გაფრინდაშვილი, რომელმაც კრემლთან ბანერი წარწერით – პუტინი მკვლელია გაშალა – “მედიაზონას” ცნობით, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სამი ბრალდება წაუყენეს და 15 დღით დააკავეს “პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის”. 60 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა კი “საპროტესტო წესების დარღვევისა და არმიის დისკრედიტაციისთვის“ დააკისრეს.

ტვერსკოის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ანა მალახოვამ დაასკვნა, რომ პლაკატი წარწერით პუტინი მკვლელია, „გამოხატავდა ნეგატიურ დამოკიდებულებას“ უკრაინაში ომის მიმართ. სასამართლო პროცესზე ნელი გაფრინდაშვილმა დაადასტურა, რომ ომის მოწინააღმდეგეა, თუმცა პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდება უარყო.

ნელი გაფრინდაშვილი რუსულმა პოლიციამ პროტესტისთვის 2022 წლის აპრილშიც დააკავა.

იტვირთბა....