აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთს თებერვალში ეწვევა, რათა სამშვიდობო ძალისხმევისა და „ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განვითარებას ხელი შეუწყოს.
“მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს და სომხეთის პრემიერმინისტრ ფაშინიანს იმ მშვიდობის შეთანხმების მხარდაჭერისთვის, რომელიც გასული წლის აგვისტოში გავაფორმეთ. ეს იყო მძიმე ომი, ერთ-ერთი იმ რვიდან, რომლებიც მე დავასრულე, მაგრამ ახლა ჩვენ კეთილდღეობა და მშვიდობა გვაქვს.
თებერვალში ვიცეპრეზიდენტი ვენსი ორივე ქვეყანას ეწვევა, რათა ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევა გააძლიეროს და წინ წასწიოს „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისთვისა და კეთილდღეობისთვის.“
ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან, გავაფორმებთ უმშვენიერეს შეთანხმებას მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესახებ სომხეთთან, დავდებთ გარიგებებს ჩვენი დიდი ნახევარგამტარების მწარმოებელი სექტორითვის და აზერბაიჯანს ამერიკაში წარმოებულ თავდაცვით აღჭურვილობას მივყიდით, როგორიცაა სხეულის დამცავი ჟილეტები და ნავები და სხვა“,- დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

