ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ირანის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მიმართ სანქციებს ამკაცრებს

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ირანის „ჩრდილოვან ფლოტს“ სანქციებს უმკაცრებს.

როგორც სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, „აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ირანში მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევების ფონზე ზრდის ზეწოლას „ჩრდილოვან ფლოტზე“.

„დღეს, მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევებისა და ინტერნეტის სრული გათიშვის ფონზე, რათა დაფარონ ირანელი ხალხის წინააღმდეგ ძალადობა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ირანის რეჟიმის „ჩრდილოვან ფლოტზე“ ზეწოლას ზრდის. OFAC-ის სამიზნეა „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცხრა გემი და მათი მფლობელები, მმართველი ფირმები, რომლებსაც უცხოურ ბაზრებზე კოლექტიურად გადააქვთ ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ირანული ნავთობი და ნავთობპროდუქტები“, – ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

იტვირთბა....