ფარცხალაძის გვარი კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობის საქმეში გამოჩნდა – რა მოხდა 2016 წელს? წლების შემდეგ დუმილი პირველად სასამართლო პროცესზე, გიორგი ჯოხაძის ძმის, სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის მსჯვარდებულმა კაცმა დაარღვია.
ბადრი ნათობაძე, იგივე “ბადუკა” ამტკიცებს, რომ 2016 წლის 2 სექტემბერს ვაკეში მომხდარი სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმე ფარცხალაძემ მიიბარა და განაჩენის დადგომისთვის გენერალური პროკურორის თანამდებობა ბოროტად გამოიყენა.
ნათობაძის მტკიცებით, სწორედ ფარცხალაძის ბრძანებით გაუშვეს ის 19 წლიან პატიმრობში ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში.
ყველა ფიგურანტი, ვინც ჯანგველაძის მკვლელობის საქმეშია, ყველა არის ჩემ საქმეშიც – ამბობს ნათობაძე და საუბრობს ძმებს მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეზე, რომლებიც ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან.
ნათობაძე ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძის ინტერესი მისი დაჯგუფების წევრების მიქაძეების და ჯოხაძეების მფარველობა იყო.
პროკურატურას ვთხოვ დაადგინოს ფარცხალაძის კავშირები ჩემს საქმესთან – თქვა დღეს სასამართლო დარბაზში “ბადუკამ”.
ბატონო მოსამართლე ეს საქმე თითიდან არის გამოწოვილი, რასაც გვედავებიან. ჩვენ იმ ჩანაწერში ჩვენ მტრებზე ვსაუბრობთ. შუამდგომლობა მინდა დავაყენო. შსს-მ და პროკურატურამ ცოტა ხნის წინ თვითონ გააკეთა განცხადება, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდის მეთაურია ოთარ ფარცხალაძე. მე რაზეც მაქვს და ვის გამოც მისჯილი ამდენი წელი ციხე, ეს ადამიანები არიან სწორედ ჩემი საქმის მთავარი ფიგურანტები და ამავდროულად ფარცხალაძის ბანდის წევრები. ამ საქმის დედანი არის ეს სწორედ, საქმე რასაც პროკურატურა ეხლა იძიებს. ჩემი საქმის ყველა ფიგურანტი არის დაკავშირებული სწორედ ამ საქმესთან. მოწმეებზე ზეწოლა ჩაფარცხვა რაღაცეების -ეს ყველაფერი მოხდა მაშინ. ყველამ იცით ვინც იყო მაშინ ფარცხალაძე-გენ პროკურორი, ყველამ იცის როგორი წნეხის ქვეშ იყო ნიშნიანიძე.
პროკურატურას ვთხოვ დაადგინოს ფარცხალაძის კავშირები ჩემს საქმესთან. მინდა დაიწყოს გამოძიება რაზეც 19 წელი მომისაჯეს და დაინახავთ, რომ მალევე ყველაფერს ფარდა ახდება და გამოვალ გარეთ თუ სამართლიანობა არსებობს. ყველა ფიგურანტი, ვინც ჯანგველაძის მკვლელობის საქმეშია, ყველა არის ჩემ საქმეშიც. მინდა რომ ეს შუამდგომლობა მიიღოთ და დაიწყოს თავიდან გამოძიება. ეს საქმეც მაგ საქმის გაგრძელებაა მე რასაც გეუბნებით არის დედანი. ადვოკატების დაშინება მოწმეებზე ზეწოლა მოწმეთა შეცვლილი ჩვენებები. რადგან არის ეს პირი არის ბანდის მეთაური-ფარცხალაძე . გენ პროკურორი იყო 2016 წელს მოგეხსენებათ. გავლენა ჰქონდა მაშინ და მის ბანდას მფარველობდა. ჩემი საქმის ყველა ფიგურანტი მისიანია.
მთელმა საქართველომ იცის ეს ჩემი საქმე და ყველა პირი, ვინც მასთან ფიგურირებს ახლა თავად დაასახელა პროკურატურამ როგორც მისი ბანდა. ყველამ იცის რა ხდებოდა მაშინ და რაც მოხდა. ყველაფერი თავად გამოიტანა სააშკარაოზე პროკურატურამ.
რადგან ფარცხალააძე არის ამ ჩემი მტრების ანუ იმ დაჯგუფების ლიდერი, ვითხოვ ჩემი საქმეც თავიდან იქნას განხილული”, – განაცხადა ბადრი ნათობაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ცალკე განიხილეს შვიდი ბრალდებულის საქმე. მათი ეპიზოდი უკავშირდება რუსთავის #6-ე პენიტენციურ დაწესებულებაში განვითარებულ მოვლენებს, მას შემდეგ – რაც იქ ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული გიორგი მიქაძე შეიყვანეს. გამოძიების მიერ 5 ნოემბერს გავრცელებული აუდიოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მიქაძეზე ციხეში „კანონიერი ქურდების“ დავალებით ზეწოლას ახორციელებენ და შეურაცხყოფას აყენებენ
ბადრი ნათობაძე [ბადუკა] აღიარებს, რომ გიორგი მიქაძისთვის მოწყობილი ფსიქოლოგიური ტერორის, ე.წ. შუმოკების და გინების უკან თავად დგას.
კაცი, რომელიც მიქაძეების საძმოს წევრის მკვლელობისთვის 19 წლიან სასჯელს 2016 წლიდან იხდის, ამტკიცებს, რომ ბიზნესმენ ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფიგურანტებთან პირადი შუღლი აქვს და “ქურდული დაკვეთა” აქ არაფერ შუაშია.

