აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“უნგრეთი უახლოესი 100 წლის განმავლობაში უკრაინას ევროკავშირში არ გააწევრიანებს” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი უახლოესი 100 წლის განმავლობაში ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.

როგორც უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარემ ევროკავშირის საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის ბრიუსელის მიერ მომზადებულ დოკუმენტს გაეცნო, სადაც წერია, რომ უკრაინა 2027 წელს ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს.

„დოკუმენტში, რომელზეც მე ვსაუბრობ, აღწერილია, რომ უკრაინა ევროკავშირს 2027 წელს უნდა შეუერთდეს… უნგრეთი ამას ეწინააღმდეგება. ვფიქრობ, რომ მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება ისეთი პარლამენტი, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარს დაუჭერს“, – თქვა ორბანმა.

იტვირთბა....