ახალი ამბები მთავარი

ტრამპმა “მშვიდობის საბჭოში” კანადის მოსაწვევი გააუქმა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მშვიდობის საბჭოში კანადის მიწვევა გააუქმა. ტრამპის გადაწყვეტილება დავოსში, მსოფლიო ეკონოკიმიკურ ფორუმზე კანადის პრემიერმინისტრის, მარკ კარნის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, სადაც კარნიმ ძლიერი სახელმწიფოების მიერ ტარიფების პოლიტიკურ ინსტრუმენტებად გამოყენება დაგმო. 

“ამ წერილით მინდა გაცნობოთ, რომ მშვიდობის საბჭო აუქმებს თქვენ მოსაწვევს კანადის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ლიდერების ყველა დროის ყველაზე პრესტიჟულ საბჭოში” – წერს ტრამპი Truth Social-ზე. 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ე.წ. “მშვიდობის საბჭოში” მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა მიიწვია, რასაც თავად სახელმწიფოების მხრიდან განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. 

ამ დროისთვის საბჭოს წევრების სრული სია გასაჯაროებული არ არის, თუმცა, თეთრი სახლისა და უშუალოდ ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებების მიხედვით ირკვევა, რომ საბჭოს წევრობაზე თანხმობა უკვე 23-მდე ქვეყანამ განაცხადა. 

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმ ქვეყნებს, რომლებსაც “მშვიდობის საბჭოს” მუდმივი წევრობა სურთ, სულ მცირე, 1 მილიარდი დოლარის გადახდას სთხოვს.

იტვირთბა....