ჩვენ არასდროს დაგვჭირვებია ნატო-ს დახმარება, ისინი ამბობენ, რომ ავღანეთში გააგზავნეს გარკვეული რაოდენობის სამხედროები და ასეც იყო, ისინი ფრონტის ხაზიდან მოშორებით იყვნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჩრდილოატანტიკური ალიანსი. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, არ არის დარწმუნებული, რომ ნატო მზად იქნება აშშ-ის დახმარებისთვის, თუ ამის საჭიროება დადგება.
ცნობისთვის, აშშ არის ნატო-ს ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი აამოქმედა. ეს მუხლი ერთ მოკავშირეზე თავდასხმის შემთხვევაში ერთობლივ პასუხის ითვალისწინებს. მეხუთე მუხლი აშშ-ის 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტების შემდეგ აამოქმედა, რასაც ავღანეთში ამერიკული ძალების შეყვანა მოჰყვა.

