რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ შეაქო „ქართული ოცნება“, რომელიც მისი თქმით, “დასავლეთის წარმოუდგენელი ზეწოლის მიუხედავად, იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს“ და უარს ამბობს “უკრაინისა და მოლდოვის სცენარების განხორციელებისკენ მიმავალ გზაზე“
გარე ძალების მოთხოვნის მიუხედავად, მათ არ სურთ კავშირის გაწყვეტა რუსეთთან, რომლის წყალობითაც რესპუბლიკა აჩვენებს მშპ-ისა და მოქალაქეთა შემოსავლების რეკორდულ ზრდას და ამით სარგებელს იღებს“, -თქვა მან.
ზახაროვას თქმით, თბილისში “იწყებენ იმის გაცნობიერებას, თუ რამდენად უსაფუძვლოა ნატოში შესვლასთან დაკავშირებული იმედები და რამდენად ყალბია ევროკავშირთან დაახლოების შემთხვევაში „ოქროს მთების“ დაპირებები“.

