გერმანიის მთავრობამ რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშე ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა, რომ გერმანიაში მცხოვრები, წარმომავლობით რუსი ქალი თავს დიპლომატად ასაღებდა, თავად კი რუსეთის სადაზვერვო სამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობდა.
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ მას ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა.

