აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ამერიკული “არმადა” ირანს უახლოვდება – Reuters

ამერიკული “არმადა” ირანს უახლოვდება – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს, დავოსიდან დაბრუნებისას განუცხადა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ მისი გამოყენება არ მოუწევს, რადგან თეირანი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, არ განაახლონ მომიტინგეების მკვლელობა, ან ბირთვული პროგრამა.

„ჩვენ ბევრი გემი გვყავს ამ მიმართულებით, ყოველი შემთხვევისთვის… მირჩევნია, არაფერი მოხდეს, მაგრამ ჩვენ მათ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით“ – თქვა ტრამპმა.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირები, ანონიმურობის პირობით, აცხადებენ, რომ ავიამზიდი USS Abraham Lincoln და რამდენიმე ერთეული რაკეტების გამანადგურებელი ახლო აღმოსავლეთში უახლოეს დღეებში ჩავლენ.

იტვირთბა....