აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

“მკაცრი კონტროლი იქნება განსახორციელებელი და სწორად ამას ვახორციელებთ ახლა მათ შორის, საექიმო საქმიანობაზე” – მიხეილ სარჯველაძე ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნაზე

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნასა და კონტროლის გამკაცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ რაც შეიძლება, სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდეს ისეთ საკითხებს, როგორიც არის სააფთიაქო ნარკომანია, ფსიქოტროპული ნივთიერებების ავადმოხმარება, არასწორი გამოყენება და ამ მიმართულებით კომერციული ინტერესების პრევალირება. აუცილებლად ძალიან მკაცრი კონტროლი იქნება განსახორციელებელი და სწორედ ამას ვახორციელებთ ახლა მათ შორის საექიმო საქმიანობაზე, რომელსაც შეხება აქვს რეცეპტების გამოწერიდან დაწყებული სააფთიაქო რგოლების საქმიანობით დამთავრებული“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნაზე, კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

იტვირთბა....