აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

 ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის გზას დაადგა – ჯეი დი ვენსი

ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის გზას დაადგა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

„ევროპა აბსოლუტურად დაადგა ამ გზას, საბედნიეროდ, ის ჯერ არ მისულა, მაგრამ ცივილიზაციური თვითმკვლელობის გზას დაადგა“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკა ევროპის მიმართ გამომდინარეობს მისი პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერების სურვილიდან.

„ჩვენ საერთო მემკვიდრეობა გვაქვს. თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი ეკონომიკის დანგრევა. რატომ გვაინტერესებს ნატო? იმიტომ, რომ გვინდა, ევროპამ შეძლოს თავის დაცვა, თუ, ღმერთმა დაიფაროს, მათ თავს დაესხმებიან. ჩვენ ნამდვილად გვიყვარს ევროპა“ – განაცხადა ჯეი დი ვენსმა

იტვირთბა....