აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

 გრენლანდიის საკითხზე დონალდ ტრამპთან მოლაპარაკება რუსეთისა და ჩინეთის შეკავებაზე იქნება ორიენტირებული – მარკ რუტე 

გრენლანდიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებები რუსეთისა და ჩინეთის შეკავებაზე იქნება ორიენტირებული, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

მარკ რუტეს თქმით, დავოსში, აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილეს, თუ როგორ უნდა დაიცვას ტრანსატლანტიკურმა ალიანსმა არქტიკა რუსეთისა და ჩინეთისგან საუკეთესოდ.

„გრენლანდიასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ, რომ ჩინეთმა და რუსეთმა არ მიიღონ წვდომა გრენლანდიის ეკონომიკაზე ან სამხედრო გზით გრენლანდიაზე“, – განაცხადა რუტემ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გრენლანდიის წინააღმდეგ გადაჭარბებულ ძალას არ გამოიყენებს.

იტვირთბა....