წინააღმდეგ შემთხვევაში, ხედავთ, როგორ განვითარდა მოვლენები ევროპის გარშემო. ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო წვდომა რუსულ იაფ ენერგორესურსებზე, რაც მთლიანად ჩაეკეტათ რეალურად, გაუძვირდათ შესაბამისი პროდუქტები, ნავთობპროდუქტები, გაზი, ნავთობი, ყველაფერი. ამასთან ერთად, რუსეთი მათთვის იყო ძალიან საინტერესო ბაზარი, ესეც დაკარგეს და ეს იყო მათთვის გზა აღმოსავლეთისკენ, უფრო ფართო აღმოსავლეთისკენ. ეს გზაც არის ჩაშლილი. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ევროკავშირის რომ მოქმედებდეს საკუთარი ობიექტური ინტერესების შესაბამისად, ისინი შეეცდებოდნენ მოეძებნათ ალტერნატიული გზა აღმოსავლეთისკენ, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით და ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ საქართველო არის ოპტიმალური გზა ყველა თვალსაზრისით. ამ პირობებში, როდესაც ისინი არ ცდილობენ საქართველოსთან ურთიერთობების გადალაგებას, მით უმეტეს, რომ არ გადალაგების არავითარი ობიექტური საფუძველი არ აქვს, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ აქვთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების რესურსი და ისინი კვლავაც იღებენ არადამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს საკუთარი ობიექტური ინტერესების საზიანოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირად ვერ აიხსნება საქართველოს მიმართ ის დამოკიდებულება, რომელიც დღემდე არის ჩამოყალიბებული. ეს თანამშრომლობა იქნებოდა ორმხრივად სასარგებლო ბუნებრივია და არანაკლებ სასარგებლო ევროკავშირისთვის, მათ შორის, იმ აღმოსავლური იზოლაციიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც დადგა ევროკავშირი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
განაცხადა “ოცნების” პრემიერმა იმედის ეთერში.

