ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბავშვთა კვების პროდუქტ Picot-თან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, იმპორტირებულ ბავშვთა კვების პროდუქტთან – Picot დაკავშირებით, მოკვლევა უკვე დაიწყო.

როგორც სააგენტო აცხადებს, იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ სურსათზე, ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით ოფიციალური შეტყობინება სააგენტოს არ მიუღია, სიფრთხილის მაქსიმალური ზომების გათვალისწინებით, სააგენტო, კონკრეტული პარტიების Picot 1 400G – 8000003312; Picot 1 800G -8000003297; Picot 2 800G -8000003280; სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებაზე ზედამხედველობას ახორციელებს.

„სააგენტო ასევე მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან არ გამოიყენოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....