ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ციტატა

“კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან, პროდუქტიული და მნიშვნელოვანი” – ზელენსკი

კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან, პროდუქტიული და მნიშვნელოვანი – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დავოსში გამართული შეხვედრის შემდეგ წერს.

“კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან, პროდუქტიული და მნიშვნელოვანი. განვიხილეთ ჩვენი გუნდების მუშაობა, შეხვედრები პრაქტიკულად ყოველდღე იმართება. დოკუმენტები ახლა კიდევ უფრო უკეთ არის მომზადებული. დღეს ასევე ვისაუბრეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვაზე. პრეზიდენტ ტრამპთან წინა შეხვედრამ ხელი შეუწყო ჩვენი ცის დაცვის გაძლიერებას და, იმედი მაქვს, რომ ამჯერად ძალებს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. მადლობა გადავუხადე საჰაერო თავდაცვის რაკეტების წინა პაკეტისთვის და დამატებითი პაკეტის შეთავაზება ვთხოვე. სიცოცხლის დაცვა, ჩვენი მდგრადობა და ჩვენი ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა. გმადლობთ!” – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი

იტვირთბა....