აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

აუცილებელია გაერთიანება – თინა ბოკუჩავა

“საქართველოს გადარჩენის ერთადერთი და რეალური შანსი არის დემოკრატიული პოლიტიკური ძალების გაერთიანებაში” – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ, სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ოპოზიციური პარტიების ერთიანობის აუცილებლობის თაობაზე.

ბოკუჩავას თქმით, შეუძლებელია ივანიშვილი და მისი მიერ აშენებული სისტემა დაქსაქსული ოპოზიციური სპექტრით დამარცხდეს.

შეუძლებელია, ისეთ ვერაგ მტერს, როგორი არის ვლადიმერ პუტინის მოკავშირე „რუს-ქოცური“ რეჟიმი ივანიშვილის რეჟიმის სახით, დამარცხდეს დაქსაქსული, ფრაგმენტირებული, ურთიერთდაპირისპირებული ოპოზიციური სპექტრით.

აუცილებელია დემოკრატიული პოლიტიკური ძალების გაერთიანება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ასე მოხდეს, ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ და დავაბრუნოთ ნორმალური, მშვიდობიანი განვითარების გზას.

რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ [წითელი ხაზები] არ არსებობს, ამას დიდი ხანია ვამბობთ“- აცხადებს თინა ბოკუჩავა. 

იტვირთბა....