ახალი ამბები მთავარი

“შეშფოთებულები ვართ პუტინის მონაწილეობის გამო ისეთ საქმეში, რომელიც მშვიდობას ეხება” – დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივეტ კუპერის თქმით, დიდი ბრიტანეთი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 20-პუნქტიან გეგმას მხარს უჭერს, თუმცა დავოსში დაგეგმილ დღევანდელი ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომლის ინტერვიუსაც The Guardian ავრცელებს.

“უზარმაზარი სამუშაოა გასაკეთებელი. დღეს ჩვენ ხელმომწერთა შორის არ ვიქნებით, რადგან საქმე ეხება იურიდიულ ხელშეკრულებას, რომელიც გაცილებით ფართო საკითხებს წამოჭრის და ჩვენ შეშფოთებულები ვართ პუტინის მონაწილეობის გამო ისეთ საქმეში, რომელიც მშვიდობას ეხება, მაშინ როდესაც პუტინისგან ჯერ კიდევ არ ჩანს რაიმე ნიშანი იმისა, რომ უკრაინაში მშვიდობა იქნება, და, სიმართლე გითხრათ, სწორედ ამაზე უნდა ვისაუბროთ“. – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა

იტვირთბა....