ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა პრესსპიკერმა, აბოლფაზლ შეკარჩიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი დიდ ყურადღებას არ აქცევენ ტრამპის ხმაურს. მისი თქმით აშშ-ის პრეზიდენტმა იცის, ირანის მწვავე პოზიციის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადაწყვეტენ მათი ლიდერებისკენ აგრესიული ხელის შეხებას.
“ტრამპმა იცის, რომ თუ ჩვენი ლიდერისკენ აგრესიულ ხელს გამოიშვერენ, ჩვენ არა მხოლოდ გადამწყვეტად და მამაცურად მოვჭრით ამ ხელს, არამედ მათ სამყაროს ცეცხლსაც წავუკიდებთ“ – თქვა აბოლფაზლ შეკარჩიმ, რომელსაც Daily Iran News ავრცელებს.

