დავოსში „მშვიდობის საბჭოს“ წესდების ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობს – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, ხელმოწერის ცერემონიას დაახლოებით 20-მდე ქვეყნის ლიდერი ესწრება, მათ შორის აზერბაიჯანის, სომხეთის, არგენტინის, ყაზახეთისა და უნგრეთის ლიდერები.
ცერემონიის გახსნისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სცენაზე შეკრებილ ლიდერებს მადლობა გადაუხადა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ყველას სურს, „მშვიდობის საბჭოს“ ნაწილი იყოს. ბევრ ქვეყანასთან ვიმუშავებთ, მათ შორის გაერო-სთან“ – განაცხადა ტრამპმა.

