პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა ევროკავშირის პოლიტიკასა და დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს. მან განაცხადა, რომ ევროკავშირის ორმაგი სტანდარტები თვალშისაცემი ამერიკისთვისაც აღმოჩნდა:
„როგორც ჩვენ ვხედავთ, ეს თვალში საცემი არის არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ ისეთი ძლიერი ქვეყნისთვისაც, როგორიცაა ამერიკა“ – თქვა ეკა სეფაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ დავოსის ფორუმმა აჩვენა ქვეყნების გაურკვევლობა მსოფლიოს ახალი დღის წესრიგის გარშემო.
„ევროკავშირი, რა თქმა უნდა, არასწორი მიმართულებით ვითარდება და ამაზე, პირველ რიგში, მიუთითებს მათი ღირებულებითი კრიზისი, ორმაგი სტანდარტები საქართველოს მიმართ და უსამართლო მიდგომები. თუმცა, როგორც ჩვენ ვხედავთ, ეს თვალში საცემი არის არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ ისეთი ძლიერი ქვეყნისთვისაც, როგორიცაა ამერიკა. ზოგადად, დავოსის ფორუმზე აშკარად გამოჩნდა, რომ ყველა ქვეყანა წუხს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაზე და ყველა ქვეყანა არის გაურკვევლობაში, თუ როგორი იქნება მსოფლიოს ახალი დღის წესრიგი“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

