უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი აცხადებს, რომ უკრანა ამ ზამთარს თუ გადაიტანს, უპირატესობა მის მხარეს იქნება.
აღნიშნულის შესახებ კელოგმა დავოსში ისაუბრა.
„ვფიქრობ, უკრაინა ამ ზამთარს, იანვარს და თებერვალს თუ გადაიტანს და მიაღწევს მარტს, აპრილს, მაშინ უპირატესობა უკრაინის მხარეს იქნება“– განაცხადა კიტ კელოგმა.

