აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი ციტატა

“რუსეთმა დეკემბერში უკრაინაში უფრო მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე ავღანეთში 10 წელიწადში” – მარკ რუტე

ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში დეკემბრის თვეში 30 ათასი ჯარისკაცი დაკარგა.

მისი თქმით, ეს მონაცემები საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთში 10 წლის განმავლობაში წარმოებულ ომში დაღუპულთა რიცხვს აღემატება.

„დეკემბერში რუსები დღეში თითქმის 1 ათას ადამიანს კარგავდნენ. ერთ თვეში 30 ათასზე მეტი გამოდის. 1980-იან წლებში ავღანეთში საბჭოთა ჯარმა 10 წელიწადში 20 ათასი ადამიანი დაკარგა. ახლა ისინი თვეში 30 ათას ადამიანს კარგავენ“, – თქვა რუტემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ამის მიუხედავად, რუტეს განცხადებით, რუსეთის ჯარი შეტევებს აძლიერებს. ამიტომ, ალიანსმა უკრაინის დაცვა „არ უნდა დაივიწყოს“.

იტვირთბა....