აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

მარკ რუტე აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას გრენლანდიაზე დანიის სუვერენიტეტის საკითხი არ განუხილავთ

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას მათ გრენლანდიაზე დანიის სუვერენიტეტის საკითხი არ განუხილავთ.

„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუსას ჟურნალისტმა რუტეს ჰკითხა, რჩება თუ არა გრენლანდია დანიის შემადგენლობაში დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული შეთანხმების ფარგლებში.

„ეს საკითხი აღარ განგვიხილავს საუბრისას“, – უპასუხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

როგორც რუტემ განმარტა, მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო არქტიკის რეგიონში უსაფრთხოებაზე.

„ჩვენ ძირითადად ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია, განვახორციელოთ პრეზიდენტის ხედვა დაცვასთან დაკავშირებით, დიახ, გრენლანდიის, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ გრენლანდიის, არამედ არქტიკის ამ მთელი რეგიონის“ – განმარტა რუტემ.

მარკ რუტეს თქმით, „ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი“, რათა დარწმუნდნენ, რომ ნატო-ს აქვს „ყველაფერი, რაც  საჭიროა ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში“ რეგიონის დასაცავად.

იტვირთბა....