საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია, ინდონეზია, პაკისტანი და კატარი დათანხმდნენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევას „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების შესახებ. ამის თაობაზე ინფორმაციას მედია აღნიშნული ქვეყნების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თითოეული ქვეყანა ხელს მოაწერს გაწევრიანების შესახებ დოკუმენტებს საკუთარი სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად.
დონალდ ტრამპმა წერილობით მსოფლიოს ათობით ლიდერს მიმართა, შეუერთდნენ ინიციატივას, რომელიც, მისი თქმით, მიზნად ისახავს გლობალური კონფლიქტების მოგვარებას. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინიციატივაა, რომ ე.წ. მშვიდობის საბჭო გაერო-ს ალტერნატივად იქცეს.

