აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

 გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმება დანიის სუვერენიტეტს პატივს სცემს

გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმება დანიის სუვერენიტეტს პატივს სცემს, – ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

Axios-ის წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ნატო-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით განხილული „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ კუნძულზე დანიის სამეფოს სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპს ითვალისწინებს.

წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ შეთანხმებაში გრენლანდიის აშშ-ისთვის გადაცემის საკითხი დაფიქსირებული არ არის.

გამოცემა წერს, რომ გეგმა აშშ-სა და დანიას შორის 1951 წლის „გრენლანდიის თავდაცვის შესახებ შეთანხმების“ განახლებას, გრენლანდიაში უსაფრთხოების გაძლიერებას, არქტიკაში ნატო-ს აქტივობების გაზრდას და რუსეთისა და ჩინეთის „მავნე გავლენის“ წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს.

ასევე, წინადადება გრენლანდიაში აშშ-ის მიერ „ოქროს გუმბათის“ განთავსების გეგმას მოიცავს.

იტვირთბა....