თანამედროვე სამყაროს ყველა სფეროში უხეში ძალა დომინირებს, ამიტომ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ევროპას სჭირდება საკუთარი გავლენის ბერკეტები და, პირველ რიგში კი, ტრადიციული ევროპული სიფრთხილისგან გადახვევა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ახლა ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც განისაზღვრება უხეში ძალით – იქნება ეს ეკონომიკური, სამხედრო, ტექნოლოგიური თუ გეოპოლიტიკური. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩვენგანს ეს, შეიძლება, არ მოგვწონდეს, საქმე გვაქვს ისეთ სამყაროსთან, როგორიც ის დღესაა“ – თქვა ფონ დერ ლაიენმა.
მისი განცხადებით, ევროკავშირი უნდა იყოს ძლიერი, რათა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა.
„ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები საკუთარ ფორმირებაში, თუ არ გვინდა, რომ ჩვენ გარშემო არსებული სამყარო გვაყალიბებდეს. ამ სულ უფრო და უფრო უკანონო სამყაროში ევროპას სჭირდება ძალის საკუთარი ბერკეტები, და ჩვენ ვიცით, რა არის ეს ბერკეტები“,- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ამისთვის ევროპას „დასჭირდება ტრადიციული ევროპული სიფრთხილისგან გადახვევა“.

