აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

აშშ-ის სპეცწარმომადგენელმა პუტინთან ახალი შეხვედრა დააანონსა

დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 22 იანვარს რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება.

მისი თქმით, შეხვედრა მოსკოვის ინიციატივით გაიმართება.

მანამდე რუსული სახელმწიფო სააგენტოები იუწყებოდნენ, რომ დავოსში უიტკოფი კრემლის სპეციალურ წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს შეხვდა. მათი საუბარი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, თუმცა აშშ-ის მხარეს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა გუშინდელი მოლაპარაკებების დეტალების გამჟღავნებაზე უარი თქვა.

ამასთან, როგორც რუსული სახელმწიფო სააგენტოები წერენ, მან აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია, ვაშინგტონისგან მიიღოს ინფორმაცია ევროპელებსა და უკრაინელებთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.

,,მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ ის წინადადებები, რომლებიც ამ კონტექსტში კეთდება“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა ასევე დაადასტურა, რომ პუტინი 22 იანვარს უიტკოფს შეხვდება.

იტვირთბა....